REPEAT:

ალექსი პეტრიაშვილი მასზე თავდასხმაში ბრალდებულს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

Georgian Broadcaster
ალექსი პეტრიაშვილი ლევან მექვაბიშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ, სამართალდამცველებს კი საქმის სრულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი საქმის გადაკვალიფიციურებას - განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ითხოვს.

ალექსი პეტრიაშვილის პირველი კომენტარის პარალელურად, თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილების საფუძვლად ბრალდებულის მიმალვა ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელისშეშლა დაასახელა.
SHOW LESS